logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: აქაურ და იქაურ „პრადვინუტებს“ ეს ხომ არ გესმით?
- +

11 ნოემბერი. 2016. 13:20



ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:



პრობლემა ისაა, რომ პრადვინუტი" ჟურნალისტებისა თუ ექსპერტების უმრავლესობა როგორც აქ, ისე ამერიკაში, არის ბოდიში მომითხოვია ...ში, ხოლო ხალხი კი ტრამპთან. რატო? ელიტისტებმა რაღაც კლიშეები მოიგონეს, რაღაც სამყარო დახატეს - ეს პოლიტკორექტულობაო, ეს ემანსიპაციაო, ეს ღარიბებს გადამხდელის ფულით დავეხმაროთო, ეს ათასი ჯანდაბა და ოხრობა.

 

ამერიკა ვინც ოდნავ იცის, რა ხილია, ის მიხვდება, რომ ეს დალოცვილი ქვეყანა არის აშენებული მარტივ რაღაცეებზე: მეწარმეობის თავისუფლებასა და სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლებაზე. შე... ნაროდს ამ პოლიტკორეტულობით, ამ დამახინჯებული ლექსიკონით, როცა ზანგს  ზანგს ვერ უძახი, ლატინოსს - ლატინოსს, ქალს - ქალს და .. შე... ამ ვაშინგტონელი სტერილური პარტიული ბოსებით. შესცეს გეი პრაიდებით პენტაგონში (სად? საად ტო? ჯარში ?)

 

ჰოდა, ხალხმა იქაც აიღო პასტები და წავიდა ამერიკელობის გადასარჩენად. მარა აქაურ და იქაურ პრადვინუტებს" ეს ხო არ გესმით? ჯერ დასცინოდით იმ ჯიგარ ტრამპს, ახლა - მოთქვამთ.

 

მთელი მედია მაგას ებრძოდა, სექსისტია, ქალებს ავიწროვებსო, რუსების ჯაშუშია, ხეპრე და გაუნათლებელიაო. ხალხმა აიღო და დაიკიდა ამ ჟურნალისტური თუ სხვა ელიტის" ნაბოდვარი. მარა რა ხდება, იცი? რაც დავწერე, მაინც არ შევა აქაურ თუ იქაურ ელიტისტების" თავში. აროგანტული მასტები ადამიანებს ვერსად ვერ ხედავენ და საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან. მარა მერე კი უკვირთ, როცა ამ ნაჭუჭს ვიღაც ამტვრევს. აი, ამ ტექსტის გამოც ქსენო თუ ჰომო ფობად და სექსიტადაც შემრაცხავთ და ზნეობის პოლიციაში დარეკავთ. მარა გაუქმდა თქვენი ზნეობის პოლიცია, ითხოვეს სახლში", - წერს შალვა რამიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner