logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება
- +

11 ნოემბერი. 2016. 13:22



დედაქალაქის მერის დავით ნარმანია განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება.



დედაქალაქის ბიუჯეტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და საკრებულოს 15 ნოემბერს გადაეგზავნება. ბიუჯეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო პრიორიტეტია გამოყოფილი, რაც დაკავშირებულია საბავშვო ბაღების მშენებლობასთან და ზოგადად მომავალზე ზრუნვასთან. გამწვანება და ეკოლოგია კვლავაც პრიორიტეტია, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ. ასევე ტრანსპორტის მიმართულებით მოხდება ავტობუსების შემოყვანის დასრულება, მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია. მომდევნო წელი ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა, რომელიც დროთა განმავლობაში რასაკვირველია გაიზრდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner