logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ძალიან მესიამოვნა მარიამ ჯაშის განცხადება
- +

11 ნოემბერი. 2016. 13:23



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში წერს:



ძალიან მესიამოვნა - მარიამ ჯაშის განცხადება: ზოგიერთი სასწავლო პროგრამის შემუშავება ეკლესიასთან კონსულტაციით უნდა მოხდესო".

ამ განცხადებაზე ასისინეს ენები მაჯლაჯუნებმა და ჭინკებმა, ამის თქმა როგორ გაბედა, სხვა რელიგიურმა კონფესიებმა რა დააშავესო...

თქვე რძენაწყენო რენეგატებო! ეკლესიის გარდა სხვა ვინ შეიტანა წვლილი საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ დღემდე მოტანაში? კონსტიტუციის მე-9 მუხლში, საქართველოს ისტორიაში ვის განსაკუთრებულ როლის აღიარებაზე ნეტა საუბარი? ამერიკაშიც კი ყელში ამოუვიდათ ლიბერალური მიდგომები, რისი დასტურია ტრამპის გამარჯვება და თქვენ არ გეშველათ არაფერი", - წერს ტომარაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner