logo_geo
eng_logo
ასე მხოლოდ იდიოტი ან მთვრალი ქართველი თუ მოიქცეოდა! - ქართველი ექსტრასენსი დონალდ ტრამპის ბროლის სასახლეში
- +

11 ნოემბერი. 2016. 14:13



ჟურნალისტი, ექსტრასენსი და მწერალი თამაზ ჭეიშვილი ერთ-ერთ თავის მოგონებაში იხსენებს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ნიუ-იორკში მყოფი, როგორ მოხვდა დონალდ ტრამპის სახლში და როგორ შეჰფიცეს ერთმანეთს მეგობრობა.


„საინტერესო და, ალბათ, დაუჯერებელიცაა ჩემი და დონალდ ტრამპის ამბავი, რომელზე მოთხრობაც დავწერე. ეს ამბავი1990 წლის დეკემბერში მოხდა. ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე, ოჯახისა და სანათესაოს სამკურნალოდ ერთმა მდიდარმა ქართველმა ებრაელმა მიმიწვია. ნიუ-იორკი ხომ „პატარა" მეგაპოლისია და ჩემი სასწაულების ამბები, ეტყობა, მთელ ქალაქს მოედო. ებრაელები დეკემბერში ხანუკას აღნიშნავენ. მერე არც შობის დღესასწაულს ივიწყებენ. ჩემმა ებრაელმა მასპინძელმა ნამდვილი, ჩვენებური ახალი წლის შეხვედრა მომიწყო. ის იყო, ერთმანეთს მივულოცეთ 1991 წლის დადგომა, ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და  მასპინძელს ამცნო, დონალდ ტრამპის დავალებით ვრეკავო. მოკლედ, მოხდა საოცრება და იმ ღამეს მე ტრამპის ვერტმფრენით „მომიტაცეს". მოულოდნელად აღმოვჩნდი საახალწლო მეჯლისზე დარბაზში, სადაც ყველაფერი, როიალიც კი, ბროლისა იყო. მიწვეული იყვნენ მილიონერები და თუ არ ვცდები, ორი სენატორიც. მიმიყვანეს ერთ, 20 წლის გოგონასთან, რომელიც წელში ვერ იმართებოდა. მეც, ცოტა არ იყოს, უდარდელი მოძრაობით მივუჯექი პაციენტს, ორივე ხელისგული წელზე დავადე დავკითხე: „გინდათ ფოკუსი?- ახლავე. გრძნობთ ჩემი ხელების სიმხურვალეს? ახლა ორმოცდაათამდე დავითვლი, ღრმად ამოისუნთქავთ და ადგებით!" გოგონა ორივე ხელს დაეყრდნო და წამოდგა. მერე ორი გაუბედავი ნაბიჯი გადადგა და დარბაზი აპლოდისმენტებისგან „აწკრიალდა". მოკლედ, იმ საღამოს ყველა ჩემთან ერთად ცდილობდა „შამპანის" დალევას. კარგად დავთვერი. კარამდე თავად დონალდ ტრამპმა მიმაცილა და მითხრა, ჯადოქარი ყოფილხართ, რამდენია თქვენი ჰონორარი ამ საოცრებისთვისო, მკითხა და სმოკინგის გულის ჯიბიდან ჩეკების სქელი დასტა ამოიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, უარი ვუთხარი ტრამპს.


- რატომ? -წარბები აზიდა დონალდმა.

- მოდი ხელები გადავწიოთ! თუ შენ გადამიწევ, დონალდ, ჰონორარს მე ვკისრულობ!

- შენ თუ გადამიწიე? -ისევ აზიდა წარბები ტრამპმა.

- ლონგ-აილენდამდე მიმაცილებ შენი ლიმუზინით და ავტომობილიდან ხელში აყვანილს გადმომიყვან! მოდის?

- კარგი, მაგრამ, იცოდე, ნავარჯიშები მკლავები მაქვს, დარლინგ!

„არმვრესტლინგის საერთაშორისო ტურნირი" ბროლის როიალზე შედგა, სტუმრების თვალწინ! დაიწყეს სანაძლეოების დადება... ტრამპს ხელი გადავუწიე!

სიტყვის კაცი გამოდგა, დონი!...

ჩემი მასპინძლის ზღურბლამდე ხელში აყვანილი მიმიყვანა და ფრთხილად „ჩამომსვა"! ვირივით ჯანი ჰქონდა!

დღემდე ამოცანად რჩება, როგორ ვაჯობე, შამპანურით და კონიაკით გამომთვრალმა გოლიათ ტრამპს? ტრამპი მაშინ ახალგაზრდა და კარგად ნავარჯიშები იყო. ალბათ კარატემ თუ მიშველა.

დონის დავაფიცე ძმობა, გაგება, ამბავი ... ჩავეხუტე, გადავკოცნე და ხელის აწევით დავემშვიდობე.


მეორე დღეს, ლონგ-აილენდზე, ნაბახუსევზე, თავი მისკდებოდა...ტრამპი, „არმვრესტლინგი", ჩეკების სქელი დასტა, ბროლის დარბაზი გამახსენდა და კინაღამ ავქვითინდი...

ასე, ალბათ მხოლოდ იდიოტი ან მთვრალი ქართველი თუ მოიქცეოდა!"


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner