logo_geo
eng_logo
რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს
- +

11 ნოემბერი. 2016. 14:27



რუსთავში, მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ძაბახიძის გვამი, მტკვრის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მე-19 მკ/რ ში ცხოვრობდა.



გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს და ცხედარი მტკვარში შემდეგ გადააგდეს.


არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გიორგი ძაბახიძე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner