ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„გუბაზ სანიკიძეც წასულა პარტიიდან. ასეთი საოცრება, რაც ამ არჩევნებს მოჰყვა, არ მახსენდება, არც ერთ ეტაპზე. დაიშალა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი. ადგილობრივი არჩევნები უკვე კარზეა მომდგარი და რა ვიცი, აბა..." - წერს გრიგოლია.
შეგახსენებთ, დღეს გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი" დატოვა. თუმცა, მისივე თქმით, იგი პოლიტიკურ საქმიანობას არ წყვეტს.