აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დაჯგუფების, „ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა.
დაჯგუფება „ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ" მანამდე ცნობილი იყო, როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა" და სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას" ფილიალი იყო.
„Washington Post"-ის ცნობით, თეთრ სახლში შიშობენ, რომ რადიკალები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ახალ ბაზებს გახსნიან, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში ტერორისტული აქტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.