logo_geo
eng_logo
პატრიარქი ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის
- +

11 ნოემბერი. 2016. 14:54



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვირას, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საზეიმო პარაკლისს ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე გადაიხდის.


16:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ორგანიზებით გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები.


კონცერტის შემდეგ ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით „ასი ათასი წამებულის დღე" წარსდგება შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი" და საქართველოს „ხრიდოლის აკადემია".


შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100 000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ, წმინდან წინაპრებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner