სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს მიმართა:
„ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე. იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ. აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდ მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენ შვილს მშობლები უნდა მოემზადონ.
მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში ერთი დალოცვა იქნება, ერთხელ მხოლოდ, ამიტომ დღეს შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მისცეს, აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი მცნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელ საქართველოს, ყოველ ქართველს, რომელიც უცხოეთშია და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა.
ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.
ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.
ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა.