ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„მგონი, რაც რეალურად საღად აზროვნება დავიწყე, მას მერე ვიცნობ ალეკო ტაბატაძეს, როცა გავიცანი, რიგითი ოპერატიული მუშაკი იყო ასი წლის წინ და მაშინ ვხუმრობდით, მე ტელევიზიის უფროსი უნდა გავხდე და შენ - გენერალი-თქო, ალეკო კი გახდა გენერალი, მაგრამ მე რაღაც ჩამოვრჩი, ვულოცავ ჩემს მეგობარს, უთბილეს ადამიანს და ჭირში და ლხინში გვერდით მდგომ მაგარ კაცს თავის პროფესიაში დაბრუნებას! წარმატებები, ალეკო, შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ! მართალი ყოფილა, ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო!" - წერს ნინო ჯღარკავა.