logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მე მიყვარს...
- +

11 ნოემბერი. 2016. 15:45


 



მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმიანება:

 

„მე მიყვარს „მოძალადე" კომბლეც, მგელი და „ოკუპანტი" კრავიც, ხუთკუნჭულაც, „ტყის მჩეხავი და კანონდამრღვევი" წიქარაც, „უსაქმური და მახათის მქონე" ნაცარქექიაც, „ლოთების თავყრილობა" - წოდებული ჩხიკვთა ქორწილად, „ვნებიანი და ბინძური სიყვარულით შეპყრობილი" წუნა და წრუწუნაც, ბაბილინაც, კოჯრის ტყის სიზმრებიც, ბომბორაც, რეინკარნირებული და წვიმად გადაქცეული თოვლის გუნდაც, ბაიასაგან მიტოვებული სალამურაც, ლურჯი მელაც, შაქროც, ზაქროც, ნახევარქათამაც და ბაჟეში ჩავარდნილი ინდაურიც, ბატი ტასიკოც, თერძი ბესოც, მრავალშვილიანი სიზმარაც თავისი მეფით, ნაზირ-ვეზირებითა და მინისტრებით, გაყოყოჩებული ყურშაც და ვიცი, ამ სიყვარულით ავაშენებთ სოფელსაც!

 

P.S. ესეც ასე, - აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ... პიპო პაპოოოოოოოო....."




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner