logo_geo
eng_logo
გადაცემის დამთავრების შემდეგ მაია ორჯონიკიძემ ირმა ინაშვილს აგინა
- +

20 მარტი. 2016. 12:23



ტელეკომპანია იმედის ეთერში   ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მაია ორჯონიკიძესა და გადაცემის   სტუმრებს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება გადაცემის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა. ამის შესახებ „ფოსტალიონს" მანჩო გიორგობიანი ესაუბრა:


-ეს ადამიანი კონკრეტული დავალებით და მისიით იყო მოსული, რომ ჩვენ გამოვეყვანეთ წყობიდან და გადაცემა სხვა მიმართულებით წააეყვანა.  მისი თავდასხმის ნომერ პირველი ობიექტი იყო ირმა ინაშვილი, რაც სრულებით არ გამკვირვებია .


-რა იყო ამის მიზეზი?


-მიზეზი იყო ის, რომ ხედავს ირმა ინაშვილის პარტიის მზარდ რეიტინგს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. მე პირადად "ოცნების" მხარდამჭერი ვარ , მაგრამ ხომ ნახეთ საგარეჯოში რაც მოხდა. ინაშვილმა მხოლოდ საეჭვო 500 ხმის მეშვეობით წააგო არჩევნები მმართველ ძალასთან.  მოკლედ, მისი აგრესია კონკრეტულად ინაშვილისკენ იყო მიმართული და ჩვენც მიგვაყოლა. მე საერთოდ რა შუაში ვიყავი, სად ნახა ჩემი ანტისახელმწიფოებრიობა.  მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პარტია მაქვს.


-რა მოხდა გადაცემის შემდეგ?


-როგორც კი გადაცემა მორჩა, როგორც კი სავარძლებიდან ავდექით, მაია ორჯონიკიძემ მიუშვირა ტელეფონი ირმა ინაშვილს და დაუწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა.


-ტელეფონის მიშვერა რას ნიშნავს, ჩაწერა უნდოდა?


-კი არ უნდოდა, მომართა ტელეფონი და პირდაპირ იწერდა. მე ვერ მივცემ თავს უფლებას გავიმეორო ის სიტყვები, რაც ამ ქალბატონმა იძახა ირმას მისამართით. კაცივით აგინებდა გესმით? შეურაცხყოფას აყენებდა მის მშობლებს, მის წინაპრებს მიუხედავად იმისა, რომ ირმა ინაშვილმა გადაცემაშივე გასცა პასუხი, რომ მისი ბაბუა იყო მღვდელი. ირმამ ძალიან დიდი მოთმინება გამოიჩინა , რაღაც მომენტში  ძალიან გამწარდა - დამერწმუნეთ, რომ ძნელია, როცა მშობლებს გიგინებენ, მაგრამ მალე მიხვდა, რომ არ ღირდა არანორმალურთან კონფლიქტი. ან რა აზრი ქონდა კამათს. ეს იყო აშკარა მიზანმიმართული, დაგეგმილი პროვოკაცია.


-რით დამთავრდა ეს ყველაფერი?


-მე ვუთხარი ირმას, იმედია არ აყვები მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, რომ არ აპირებდა პროვოკატორის აყოლას. ბოლოს დაცვა ჩადგა შუაში , გადაცემის პროდიუსერებიც შეეცადნენ დაეწყნარებინათ და გაიყვანეს ორჯონიკიძე სტუდიიდან. ჩვენ ბოლოს გამოვედით-მე, ირმა ინაშვილი და ნანა კაკაბაძე.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner