„ჯორჯიან თაიმსს" და „გორბის" წლეულსაც, ტრადიციულად არ დავიწყებიათ ჟურნალისტების დაფასება და დაგვაჯილდოვეს ქართული ბიზნესის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.
„დიდი მადლობა ნანა გაგუას, მალხაზ გულაშვილს და მერაბ ფაჩულიას შესანიშნავი ზეიმისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება უკვე 17 წელია და ნამდვილი დღესასწაულია ბიზნესმენების, ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის", - წერს მძინარაშვილი.