logo_geo
eng_logo
„ნაცარქექია ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე…“
- +

11 ნოემბერი. 2016. 16:07


 


ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


 

(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა... ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასიურობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე... ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს"

წიგნიდან: აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები", - წერს კვირიკაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner