logo_geo
eng_logo
„ამბავი, რომ ინგა გრიგოლიას აქვს სექსი, „CNN-ზეც გაშუქდა!“
- +

20 მარტი. 2016. 12:30



„ამბავი, რომ ინგა გრიგოლიას აქვს სექსი, „CNN-ზეც გაშუქდა!" - ამ სათაურით ლევან ზანგურაშვილი  ბლოგს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„რადგან ინგა გრიგოლიას და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტისCCN-ზე გაშუქების" ამბით გამოწვეულმა ეიფორიამ ჩაიარა, ვაკეთებ განმარტებას.

 

 

ამ სურათით არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არც, მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, „ფეიკის" გაკეთება მიფიქრია - ოდნავ დაკვირვებული ადამიანი ადვილად შეამჩნევდა სურათზე გამოსახულ იმ რამდენიმე დეტალს, რაც ფოტოს სინამდვილეს ეჭვქვეშ დააყენებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება სურათიფეიკად" ჩაითვალოს, როცა მისი შემქმნელი ზედ თავისივე ინიციალებს ადებს ლოგოდ (მარჯვენა ზედა კუთხეში - „LZ").

 

მიზანი და შედეგი, რის გამოც ეს მონტაჟი გავაკეთე, სახეზეა - მან აშკარად გაამძაფრა და ნათლად დაგვანახა ის სიბრიყვე, რაც პოპულარულმა ტელეწამყვანმა და ქვეყნის პრეზიდენტმა გამოიჩინეს. ფოტომონტაჟმა წარმოაჩინა, თუ როგორ სასირცხვილო მდგომარეობაში იმყოფება უცხოელის თვალით დანახული ჩვენი ქვეყანა.

 

მაშინ, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ლუკმა-პურის ნაკლებობას განიცდის, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს, ქვეყნის პრეზიდენტი ტელეეთერით გამოდის და ამ მშიერ ხალხს აცნობს თავისი სექსუალური ცხოვრებისსიმდიდრეს"! (რა სიტყვასაც სულ სხვა დატვირთვა აქვს, „აქტიურისგან" განსხვავებით).

 

მარგველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, არავინ თხოვდა პოლიტიკოსის მიმართ თანადგომის გამოხატვას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი არაა. ვის დააინტერესებდა მისიმდიდარი" სექსუალური ცხოვრება? და როცა იგი პრეზიდენტია, რას გვაძლევს ჩვენ ამის ცოდნა?

 

თუკი პრეზიდენტმა თანადგომა წმინდა ადამიანური გრძნობების კარნახით გამოხატა, საამისოდ სხვა სიტყვების მოძებნაც შეიძლებოდა, - ისევე, როგორც პოპულარული ტელეწამყვანის შემთხვევაში, რომელსაც პროფესიონალიზმზე აქვს პრეტენზია.

 

* * *

 

ახლა კი, სრულიად სერიოზულად, სხვა საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება...

 

ფოტომონტაჟმა კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი რამ შეგვახსენა - ჩვენ, ქართველები, უფრო მეტ ყურადღებას ვანიჭებთ უცხოელების აზრს, უცხოელების მოსაზრებებს, თუ რას იტყვიან ისინი ჩვენზე.

 

სულ ახლახან, საერთაშორისო ორგანიზაციაამნესტი ინტერნეიშენალმა", ჩვენდა სასირცხვილოდ, ქართველებს, ქართულ ენაზე დაწერილი ჩვენივე კონსტიტუცია წაგვიკითხა და განგვიმარტა ის, რასაც, თავზე ნაცრის წაყრით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს სხვანაირად წარმოაჩინოს. კერძოდ, „ამნესტი ინტერნეიშენალის" განცხადებაში ნათქვამია: „საკონსტიტუციო შესწორება დისკრიმინაციულია ლგბტ თემის მიმართ, რადგან მათ ოჯახური ცხოვრებისა და ქორწინებასთან ასოცირებული სოციალური უფლებების გამოყენების შესაძლებლობას ართმევს. საქართველოს კონსტიტუციის და ამჟამად მოქმედი 36- მუხლის თანახმად, ქორწინება არის ნებაყოფლობითი ერთობა, რომელიც მეუღლეებს შორის თანასწორობას ეფუძნება. ამ ცნების (!) უფრო ვიწრო ჩარჩოებში მოქცევა ერთსქესიანთა წყვილების კავშირის მიმართ დისკრიმინაციულია".

 

დიახ, მეგობრებო, „ნებაყოფლობითი ერთობა მეუღლეებს შორის", ხოლომეუღლეებში" არ იგულისხმება მხოლოდ ქალი და მამაკაცი, - ის, რაც ბუნებრივია და ვერ წარმოიდგენდნენ ჯანსაღად მოაზროვნე ჩვენი წინაპრები, თუ ოდესმე დადგებოდა ამ ცნების განმარტების საჭიროება.

 

სწორედ ამიტომაა აუცილებელი, კონსტიტუციაში ჩაიწეროს და განისაზღვროს, როგორი გვინდა იყოს ჩვენი საზოგადოება - ჩაიწეროს, რომ საქართველოში ქორწინება შეიძლება იყოს მხოლოდ მამაკაცის და ქალის ერთობა, და გამოირიცხოს ყოველგვარი სხვაერთობა".

 

დღეს, როცა 2011 წლიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, აშშ-ის საგარეო (!) პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა გამოცხადდა, გამოიცა მემორანდუმი, რის თანახმადაც აშშ-ის საელჩოებს დაევალათ ლგბტ პირთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება ფინანსურად (!), როცა მთელ დასავლეთ ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, ლეგალიზებულია ერთსქესიან პირთა ქორწინება, - როგორც არასდროს, საჭიროა კონსტიტუციაში იყოს განსაზღვრული ჩვენი ერის მომავლის ხედვა.

 

რაც შეეხება განსაკუთრებითრესპუბლიკური პარტიის", „ნაციონალური მოძრაობის" თუ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ კონსტიტუციაში ამის განსაზღვრა, თითქოსდა, „ზედმეტია" და ისინი სწორედ ამიტომ არ დაუჭერენ მხარს, - სხვა არაფერია, თუ არა ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა! თუ საჭიროება მოითხოვს, კონსტიტუციაში კი არა, ამის დაწერა პარლამენტის კედლებზეც ვერ იქნებაზედმეტი", - ამით კანონი არ დაირღვევა!

 

ნუ გავაბრიყვებინებთ თავს გაიძვერა პოლიტიკოსებს!

 

ნუ დავუჯერებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა სიცრუეს, რომელი ორგანიზაციებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათი განცხადებები პირდაპირპროპორციულია მათ მიერ ასაღები თანხების ოდენობასთან, რამეთუ ეს ორგანიზაციები მხოლოდ ერთადერთს - თავიანთ ფინანსურ ინტერესს იცავენ და ლობირებენ იმ საკითხებს, რომელსაცპატრონები" კარნახობენ.

 

დავფიქრდეთ, - შეიძლება უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობდნენ?! მათ მიერ გამართული ყოველი ღონისძიება სხვა არაფერია, თუ არა მიღებული თანხებისგაპრავება" მათი უცხოელი დამფინანსებლების თვალში, რის შედეგად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ინტერესები ილახება. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, როგორც კი მათთვის საწინააღმდეგო განცხადებას მოისმენენ, მაშინვე ისვრიან იარლიყებს - „პრორუსული"!

 

გულისყურით მოვუსმინოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს (თუნდაც ჩვენთვის მიუღებელს) დაუფარავად გვეუბნებიან და პირნათელნი არიან თავიანთ ბოროტებაში.

 

თუკი საქართველოს 22 % რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გვეკუთვნის კი დანარჩენი საქართველო ჩვენ, ქართველებს?!

 

დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ!", - წერს ზანგურაშვილი.


 ლევან ზანგურაშვილი


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner