პოეტი ბესიკ ხარანაული 1939 წლის 11 ნოემბერს თიანეთში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.
მუშაობდა გამომცემლობაში „ლიტერატურა და ხელოვნება" უმცროს რედაქტორად 1963-1967წწ., გამომცემლობაში „საბჭოთა საქართველო" რედაქტორად 1967-1972წწ., ჟურნალ „მნათობის" რედაქციაში იყო განყოფილების გამგე, 1972-1998წწ. რედაქტორის მოადგილედ, 1999 წლიდან გამომცემლობა „ნაკადულის" დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
2010 წლის ოქტომბერში წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2003 - ლიტერატურული პრემია „საბა"
1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია