logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პარტიას ქმნის
- +

11 ნოემბერი. 2016. 16:40



ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას გეგმავს. ტელეარხ „112 უკრაინას" ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეცდება.


„მინდა განვაცხადო, რომ მას შემდეგ, რაც ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის თანამდებობიდან გადავდექი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრ ჩემს მეგობარს ვესაუბრე. ვისაუბრეთ საკუთარი მიღწევებზე. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ახალი, ფართო პოლიტიკური ძალა, ახალი ძალების პლატფორმა უნდა შექმნათ.

 

ჩვენი მიზანია, არსებული ე.წ. პოლიტიკური ელიტა შევცვალოთ. საზოგადოების ის ნარჩენები, რომლებიც უკრაინაში რადას, მინისტრთა კაბინეტსა და ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner