როდესაც მარკესმა საკულტო რომანის „მარტოობის ასე წელიწადი" წერა დაიწყო, ის იძულებული გახდა, უარი ეთქვა სამსახურზე, დააგირავა საკუთარი ავტომობილი და უზარმაზარი ვალები აიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას მეუღლის - მერსედესის მიქსერის და თმის საშრობის გაყიდვაც მოუხდა, რაზეც მერსედესმა შეშფოთებულმა განაცხადა: „ისღა გვაკლია, რომანი ცუდი გამოვიდეს!"
გთავაზობთ, არა მარტო გენიალური მწერლის, არამედ იმ ადამიანის რჩევებს, რომელმაც ბევრზე უკეთ იცის, რას ნიშნავს რთული სიტუაცია და როგორ შეინარჩუნოს ოპტიმიზმი მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად უჭირს.
1. იმ ბავშვის ხმას უნდა მოუსმინო, რომელიც ოდესღაც შენში ცხოვრობდა და დღესაც სადღაც ახლოსაა. თუ შეძლებ ამ ბავშვის ხმის გაგებას, მაშინ შენს თვალებშიც გაჩნდება ნაპერწკალი და თუ შეინარჩუნებ კონტაქტის მასთან, მაშინ არც შენი კავშირი გაწყდება სიცოცხლესთან.
2. მშვიდად იყავი! სიკვდილი იმაზე რთულია, ვიდრე შენ გგონია.
3. ერთადერთი საშუალება გააგრძელო ცხოვრება - არ მისცე უფლება მოგონებებს გაგანადგუროს.
4. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარია გქონდეს შიშის დაძლევის უნარი. ოჯახურ ცხოვრებაში კი - გქონდეს მოწყენილობის დაძლევის უნარი.
5. მთავარი ის კი არაა, რომ არ გჯერა, მთავარი ისაა, რომ ღმერთს მაინც სჯერა შენი.
6. მე არ ვატარებ ქუდს, რათა არავის წინაშე არ მომიწიოს მისი მოხდა.
7. არცერთი შეშლილი შეშლილი არაა, თუ კარგად მოუსმენ მის მოსაზრებებს.
8. თუ ქალი რაიმეში ჩაება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ სამყაროს ქალები მართავენ.
9. დიდ გაჭირვებას ყოველთვის სიმდიდრე მოსდევს, რომელიც აიძულებს ადამიანს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდეს.
10. არასდროსაა ძალიან გვიან!
11. უკეთესია მიხვიდე ცუდ დროს, ვიდრე ელოდო მიპატიჟებას.
12. შერიგების წუთები უფრო მეტი ღირს, ვიდრე დიდი ხნის მეგობრობა.
13. თუ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით, ის თქვენგან არასდროს არ წავა, არც ერთი კვირის, არც ერთი თვის, არც ერთი წლის შემდეგ.
14. არ მისცე საკუთარ თავს სიკვდილის უფლება მანამ, სანამ არ გაიგებ, რას ნიშნავს იმასთან ერთან ერთად ყოფნა, ვინც მართლა გიყვარს.
15. გაიღიმე და არ მისცე ულება განსაცდელს ისიამოვნოს!