logo_geo
eng_logo
„ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი“ წლის ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად დასახელდა
- +

11 ნოემბერი. 2016. 17:07



საქართველოს ბაზარზე მოქმედი საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები 10 ნოემბერს მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა" და „გორბის" მიერ გამართულ „მე-17 ბიზნესრეიტინგზე" გამოავლინეს.


25 კომპანიას შორის, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს, ერთ-ერთია „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი", რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში: „საერთაშორისო აღიარება, საინვესტიციო მიმზიდველობა, ქართული ხარისხის ნიშანი, ინოვაციური გუნდი". დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიას დამფუძნებელი ბადრი წილოსანი წარმოადგენდა.

ლანჩხუთი-ჩოხატაურის გამარჯვებულმა მაჟორიტარმა ნინო წილოსანმა, რომელსაც კომპანიის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, დაჯილდოების ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ის დეპუტატის მანდატით აქტიურად იმუშავებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის:



„ძალიან მნიშვნელოვანია „ბიზნესრეიტინგის" ჩატარება, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი" ყოველწლიურად ახორციელებს. აქ ხდება არაფორმალურ გარემოში ბიზნესმენთა შორის აზრების გაცვლა, მათი საქმიანობის შეფასება. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ და გუნდმა მოახერხეს საუკეთესო ბიზნესგარემოს შექმნა, საკუთრების პირობის დაცვა და ბიზნესისთვის ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. ჩვენ ამ კურსს გავაგრძელებთ და ამ კუთხით კიდევ უფრო გავააქტიურებთ მუშაობას. რაც შეეხება „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგს", მე წლების განმავლობაში წარმოვადგენდი ამ კომპანიას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვყოფილიყავი მისი ხელმძღვანელი. კომპანიას 135 წლის მანძილზე არაერთი გამოწვევისთვის გაუცია სათანადო პასუხი. დარწმუნებული ვარ, კომპანია გააგრძელებს იმ გეგმების განხორციელებას, რაც ჩაფიქრებული აქვს".



„მე-17 ბიზნესრეიტინგზე" სახელმწიფო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა „საქართველოს რკინიგზა", რომელსაც ჯილდო გადასცა ნინო წილოსანმა.



ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსი, ადგილობრივი და უცხოური მედია.


„ბიზნესრეიტინგს" მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი" 1995 წლიდან ატარებენ. პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner