განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მოხარულია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს.
„ფართო დისკუსია უნდა გაიხსნას და ეს არის მთავარი სასიხარულო. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ფაქტად არაფერი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის უკეთესი ჩვენი შვილებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ადარდებს ეს საკითხი. ისიც ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ და ყველა საკითხზე, რაც ჩვენი შვილების განათლებას ეხება. საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე - ჩვენი ერი, ცნობიერება და ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე გვექნება საუბარი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.