logo_geo
eng_logo
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა
- +

11 ნოემბერი. 2016. 17:59


 

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4899 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.



ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7098 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6995 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0103 ლარი შეადგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner