გალაკტიონი და კონსტანტინე გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას და ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ..." - ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა:
„შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?"
„არა, შენ?"-დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ.
„არა, არც მე", - ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა.
კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მისთვის და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა:
„აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?"