White Plains-ის მაცხოვრებელმა მარგოტ გერსტერმა, facebook-ზე ჰილარი კლინტონთან პარკში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიპყრო.
როგორც გერსტერი წერს, არჩევნების შემდეგ ძალიან გულგატეხილი იყო და განტვირთვის მიზნით, ქალიშვილის სასეირნოდ წაყვანა გადაწყვიტა. ამისთვის კი, ჩაპაკუაში საუკეთესო პარკი შეარჩია, სადაც ჰილარი და ბილ კლინტონებს გადაეყარა.
„მივედი, ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ყველაზე საამაყო მომენტი არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემა იყო", - წერს მარგოტი და აღნიშნავს, რომ ფოტო მას და ჰილარის ბილ კლინტონმა გადაუღო.