logo_geo
eng_logo
გააუქმებს თუ არა ტრამპი მიშელ ობამას ბოსტანს და როგორ შეიცვლება თეთრის სახლის მენიუ
- +

11 ნოემბერი. 2016. 22:57



თეთრი სახლის მენიუ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისვლის შემდეგ, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. ამ თემაზე The Times წერს.


 

არის მოლოდინი, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც თეთრ სახლში შეიცვლება, ტრამპის გასტრონომიულ უპირატესობებთან იქნება დაკავშირებული. მედიის ცნობით, ტრამპი გიჟდება შემწვარ წიწილაზე, ბურგერსა და კარტოფილ ფრიზე.


ასევე, არ არის გამორიცხული, ტრამპმა თეთრი სახლი ღვინით ვირჯინიაში მდებარე მისი ვენახებიდან მოამარაგოს.


მედია წერს, რომ შესაძლოა, ტრამპის მისვლის შემდეგ თეთრი სახლის სამხრეთის მდელოზე მდებარე მიშელ ობამას მიერ მოწყობილი ბოსტანი გააუქმონ. მაგალითად, გოლფის მოყვარულმა ტრამპმა შეიძლება ეს ადგილი საკუთარი გასართობი ადგილის მოსაწყობად გამოიყენოს.

 

 

რაც შეეხება გასტრონომიას, თეთრი სახლის შეფმზარეულმა მარიო ბატალიმ მედიას განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი ვახშამი ექნება.

ტრამპი საკუთარ ოჯახთან ერთად თეთრ სახლში ბინას 2017 წლის იანვრიდან დაიდებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner