logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დათო საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიაში მისი ქცევის მანერა აბსოლუტურად სხვაა
- +

11 ნოემბერი. 2016. 23:02



მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ დავით უსუფაშვილთან დაკავშირებითაც გადაცემა 2030-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იურისტი და დიპლომატია.


საზღვარგარეთ მაღალი დონის შეხვედრებზე მან თავი საუკეთესო მხრიდან გამოავლინა. მისი ჩატარებული თათბირები, სხდომები, პრიორიტეტების წამოწევის უნარი და კოლეგიალობა საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ როცა ის ოპონირების რეჟიმში გადავიდა და თავისი პარტიის ფორმატში მოექცა, თითქოს, თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. ოპონირების რეჟიმში ის ხშირად არაობიექტური იყო და დიაპაზონშემცირებული მეჩვენა. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, როგორც დამბალანსებელი და სხვადასხვა აზრის შემაჯამებელი, დათო საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ „რესპუბლიკურ პარტიაში"  ოპონენტების მიმართ მისი ქცევის მანერა და დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვაა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატმა.


მისი თქმით, დავით უსუფაშვილს საკმაო პოტენციალი გააჩნია, მმართველ გუნდსა და საზოგადოებას საინტერესო იდეები შესთავაზოს.


დავით უსუფაშვილს საკმაო პოტენციალი გააჩნია, მმართველ გუნდსა და საზოგადოებას საინტერესო იდეები შესთავაზოს და ვნახოთ, რა იქნება გაზაფხულზე. თავიდანვე გაცხადება იმისა, რომ ოპოზიციურ ფლანგს ქმნი, რაღაც თვითმიზანს ჰგავს. ჯერ შექმნას, დავინახოთ და მერე ვიტყვით, რამდენად კონსტრუქციული თუ რადიკალური ოპოზიცია იქნება. დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე გამოჩნდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner