logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი მანანა კობახიძეზე: კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზება დაქვეითებად არ ითვლება
- +

11 ნოემბერი. 2016. 23:02



მანანა კობახიძის საქმიანობას თვალი რომ გადაავლოთ, დავინახავთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის ის შესანიშნავი კანდიდატია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიციაა, ნურავინ იფიქრებს, რომ კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარეობა იერარქიით და მნიშვნელობით ნაკლებად მნიშვნელოვანია. იყო უამრავი კომენტარი, რომ მანანა კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა არ შესთავაზეს და მას კომიტეტის თავმჯდომარედ ჩამოქვეითება ეწყინა. ამასთან დაკავშირებით თავად მანანა კობახიძე რას ფიქრობს, უახლოეს დღეებში გავიგებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზება დაქვეითებად არ ითვლება", - განაცხადა ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner