logo_geo
eng_logo
რა საიდუმლოს მალავენ ტრამპი და ობამა სხეულის ენის მიღმა
- +

12 ნოემბერი. 2016. 00:49


 

ისტორიული შეხვედრა თეთრ სახლში და ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ფარული გზავნილები - ექსპერტებმა ამერიკის პრეზიდენტების სხეულის ენა გაშიფრეს.


შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამასთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ხოლო ობამამ კმაყოფილება გამოხატა, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი მის გუნდთან მუშაობისთვის მზად არის.

 

 

პრეზიდენტების პირველი შეხვედრის არავერბალური გზავნილები სხეულის ენის სპეციალისტმა პატი ვუდმა შეისწავლა.


მისი შეფასებით, ობამა ძალიან დაღლილი, უიმედო და მორჩილი იყო, მაშინ როდესაც ტრამპი უფრო სიფრთხილესა და სერიოზულობას ამჟღავნებდა და გამომცდელად იყურებოდა.


თუ მათი ჯდომის პოზას დააკვრიდებით, ორივეს არჩეული აქვს ალფა-პოზა, რითაც ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ სტატუსს - მე კაცი ვარ" - აცხადებს სხეულის ენის ექსპერტი ვუდი.

 

 

სხეულის ენის ექსპერტი ყურადღებას ტრამპის ხელების პოზიციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მსგავის პოზა ახლადარჩეული პრეზიდენტებისათვის დამახასიათებელი არ არის - „გულგატეხილი მლოცველის პოზა" - ასე აფასებს ტრამპის ჯდომის მანერას ვუდი.


გარდა ამისა, როგორც კი ტრამპმა საუბარი დაიწყო, მაშინვე ხელებგადაჭდობილი პოზა შეარჩია, რაც ექსპერტ ვუდის აზრით, იმას ნიშნავს, რომ მას შინაგანი კომფორტის მიღწევა სურდა.


ვუდის შეფასებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი შედარებით უფრო სერიოზული იყო და მისი არავერბალური გზავნილები ხაზს უსვამდა, რომ ტრამპმა თეთრ სახლში ისეთი ინფორმაცია მოისმინა, რამაც შეაშინა.

 

 

 

გარდა ამისა, ტრამპის ეს არავერბალური ჟესტი სხეულის ენის სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მან ამ შეხვერდაზე ისეთი რამ გაიგო, რაც აქამდე არ იცოდა.


ვუდის თქმით, ბარაკ ობამას ფეხები შედარებით უფრო განზეა გაწეული, რაც მიუთითებს მის სიძლიერეზე და ხაზს უსვამს, ობამას დამოკიდებულებას: სათავეში ისევ მე ვარ".

 

 

 

რაც ეხება ობამას პოზას, მან ხელები მუხლებზე დაილაგა, რაც სხეულის ენის სპეციალისტის თქმით, ობამასთვის არადამახასიათებელი იყო, ამიტომ ვუდი ფიქრობს, რომ ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ამ ჟესტმა მის დაღლილობაზე მიანიშნა.


ვუდი ყურადღებას ამახვილებს ასევე ბარაკ ობამას განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ამერიკის პრეზიდენტი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ტრამპმა მის გუნდთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. სხეულის ენის ექსპერტი ფიქრობს, რომ ობამა ამ  დროს დამაჯერებელი არ ყოფილა, ვინაიდან აღნიშნული ფრაზის წარმოთქმის დროს ამერიკის პრეზიდენტმა თვალები დაახამხამა, რასაც ექსპერტები თვალების ბლიკირებას უწოდებენ, ეს კი მიუთითებს, რომ ობამა არც ისე კმაყოფილია.

 

 

 

ტრამპი და პირველი ლედი მელანია თეთრ სახლში ხუთშაბათს მივიდნენ. მედიას საშუალება არ მიეცა, ამერიკის პრეზიდენტებისა და მათი ოჯახების შეხვედრის პირველი წუთები და მისალმება გადაეღოთ.


ამერიკის პრეზიდენტებმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში 90 წუთზე მეტხანს ისაუბრეს. დონალდ ტრამპმა თავის წინამორბედს „ძალიან კარგი კაცი" უწოდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner