ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ქალაქ მოსულში 60 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ორი დღის წინ ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს 40 ადამიანი, რომლებიც ერაყის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულეს. კიდევ ერთი ადამიანი მობილური ტელეფონის გამოყენების გამო მოკლეს.
გარდა ამისა, გაეროს ინფორმაციით, მოსულის ძველ რაიონებში ტერორისტებმა თვითმკვლელები მიიყვანეს, რომლებსაც ე.წ. შაჰიდის ქამრები უკეთიათ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მათ შორის მოზარდებიც არიან.
შეგახსენებთ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის ჯარი, ქურთი მოხალისეები და შეერთებული შტატების ავიაცია მონაწილეობენ.