ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეროვნული ვალუტის ცვლილებაზე სკეპტიკოსები განცხადებები მოქმედებს.
ვოლსკის თქმით, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მცირე გაუმჯობესება იყო, შემდეგ კი - კურსის კვლავ გაუარესება დაფიქსირდა.
"კურსთან მიმართებაში იმ ადამიანების განცხადება ნეგატიურად მოქმედებს, რომლებიც ამბობენ, რომ პერსპექტივაში ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნება, ვიდრე რეალური ვითარება არსებობს. როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი ექსპერტები გვეუბნებიან, სტრესის წინაპირობა, ან საფუძველი არ არსებობს და მომავლისთვის ოპტიმალურად უნდა განვეწყოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.4773 ლარი ღირს, გუშინდელი კურსით კი, უცხოური ვალუტის ფასი 2.2930 ლარი იყო.
ლარის გაუფასურების პარალელურად, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც გაუფასურდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ეროვნული ვალუტის ფასი სავალუტო ჯიხურებში საშუალოდ, 2.43 ლარს შეადგენდა, ხოლო კომერციულ ბანკებში 2.47 ლარს აღწევდა.