logo_geo
eng_logo
ავღანეთში ბაზა ბაგრამზე მომხდარ აფეთქებაზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

12 ნოემბერი. 2016. 10:35



ავღანეთში, ბაზა ბაგრამზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.



დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. .. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner