„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიის გენერალური მდივნი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა მას და მის თანაპარტიელ დავით თარხან-მოურავს უკანონოდ უსმენს. ამის შესახებ ინაშვილმა „იბერია ტვ"-ში მაკა რაზმაძის გადაცემა „პრიორიტეტებში" განაცხადა:
„მე და დავით თარხან-მოურავს გვისმენს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა. არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს. უსმენენ, ასევე მედია-კავშირ „ობიექტივის" ჟურნალისტებს", - აცხადებს ირმა ინაშვილი.
ფარულ ჩანაწერებზე ირმა ინაშვილის ვრცელი განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: