ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საფრთხეს უქმნის აშშ-ევროკავშირის ურთიერთობას.
როგორც „BBC" აღნიშნავს, სტუდენტებთან შეხვედრაზე იუნკერმა უჩვეულოდ ხისტი განცხადებები გააკეთა.
„უნდა ვასწავლოთ არჩეულ პრეზიდენტს, რა არის ევროპა და როგორ მუშაობს ის", - აღნიშნა იუნკერმა.
მისი მოსაზრბით, დონალდ ტრამპის განცხადებებს უსაფრთხოების სფეროზე შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.