logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს იწყებს
- +

12 ნოემბერი. 2016. 12:05


ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს იწყებს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ობამას 6-დღიანი ტურნე ორშაბათს დაიწყება.


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიზანია, დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები, რომ დონალდ ტრამპის არჩევის გამო მათ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ.


ბარაქ ობამა ეწვევა საბერძნეთსა და გერმანიას, შემდეგ კი დაესწრება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშორმლობის სამიტს პერუში, სადაც გამართავს შეხვედრას ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან.


რაც შეეხება ტურნეს ევროპულ ნაწილს, საბერძნეთში ობამა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს, გერმანიაში კი კანცლერ ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner