logo_geo
eng_logo
რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
- +

12 ნოემბერი. 2016. 12:58


სასჯელაღსრულების სისტემის რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


როგორც „20/30"-ს ადვოკატმა ელენე მუმლაძემ განუცხადა, სასამართლომ  გაითვალისწინა ჯინჭარაძის ოჯახური მდგომარეობა და 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


ნათელა ჯინჭარაძე თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. გამოიძიების ინფორმაციით, ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner