logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ძალიან მალე იქნება ცნობილი ის ადგილი, საიდანაც კადრები ატვირთეს
- +

16 მარტი. 2016. 13:41

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკე ბესელია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამავრცელებელი პირების დასადგენად, ქართველმა სამართალდამცავებმა დახმარებისთის უცხო ქვენებს მიმართეს.



კარგია რომ ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა იმ სახელმწიფოებს, რომელთანაც ჩვენ გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება სამართლებრივ დახმარებაზე. ეს არის ის სახელმწიფოები, რომელთანაც უკვე დაიწყო მუშაობა.

 

პირველი დადებითი არის ის, რომ დადგინდა - ამ კადრების ატვირთვა მოხდა სხვა სახელმწიფოდან და ძალიან მალე იქნება ცნობილი კონკრეტულად ის ადგილი. დადგინდება ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა და მონაწილეობს ამ დანაშაულში. ისინი უმკაცრესად იქნებიან დასჯილები.

 

ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა საშინელი სისტემა და ამ სისტემის შედეგად არცერთი თქვენთაგანის პირადი სივრცე დაცული არ იყო, ის პოლიტიკური ძალა ვერ შემოგვთავაზებს ჩვენ ვერანაირ პოლიტიკურ რეცეპტს", -განაცხადა ეკა ბესელიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner