logo_geo
eng_logo
ყარაჯალას მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს სასაფლაოს მიწის გაყიდვაში ადანაშაულებს
- +

12 ნოემბერი. 2016. 13:41


თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სოფლის მცხოვრებლები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიწების უკანონო გასხვისებას აპროტესტებენ.


საუბარია 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, 2011 წელს მიწა აუქციონის წესით 8 პირზე ფარულად გასხვისდა.


მოსახლეობა კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. აქციის მონაწილეების პრობლემებს თელავის გამგებლის მოადგილე გაეცნო.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner