logo_geo
eng_logo
„მაღლივთან“ გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ დაპირება შეასრულა
- +

12 ნოემბერი. 2016. 14:13



საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს 2014 წელს სტუდენტების პროტესტი „მაღლივის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.


მაშინ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი დედაქალაქის მერს შეხვდა, ნარმანია მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.


შეხვედრის ამ თემაზე კითხვა თბილისის მერს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენც დავუსვით. ის საკითხში საფუძვლიანად  გარკვევას და პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა.


„ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც სჭირდება შესაბამისი განმარტებები უშუალოდ მერის მხრიდან, მე მზად ვარ, შევხვდე მათ, გავაცნო ამა თუ იმ საკითხებზე ჩვენი პოზიცია.  მე სტუდენტებს შევპირდი, რომ შეხვედრა გაიმართებოდა ჩემი ერთ-ერთი მოადგილის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილისა და  ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის მონაწილეობით, ვინაიდან ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული და ამიტომ მე მათ შევპირდი შეხვედრის ორგანიზებას, რომ უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მოისმინონ არგუმენტი და მათ დაუსვან შეკითხვები, რაც გააჩნიათ", - ასეთი იყო მერის პასუხი 2014 წელს.


მას შემდეგ 2 წელი გავიდა და ჩვენც გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა ხდება დღეს და შეასრულა თუ არა ნარმანიამ სტუდენტებისთვის მიცემული პირობა.


საკითხის გასარკვევად, მაშინდელი საპროტესტო აქციის მონაწილეს, მერთან შეხვედრის ერთ-ერთ ინიციატორს, ნიკოლოზ მეტრეველს დავუკავშირდით.


„გაზგასამართი სადგურის ნაცვლად შენდება საცხოვრებელი კორპუსი, რაც პირადად ჩემთვის ნამდვილად მისაღებია. ვფიქრობ, მერია სერიოზულად მიუდგა ამ საკითხსს, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილიც, რომელიც გახსოვთ, რომ უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებებში სტუდენტებთან და ინვესტორთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორმაც გამოიჩინა კეთილი ნება, ასე რომ, ეს ერთ-ერთი დანაპირები თბილისის მერმა ნამდვილად შეასრულა. 

 

მე შემიძლია გითხრათ, რომ გაზგასამართი სადგური არ აშენებულა და არც არასდროს მივცემთ ვინმეს ამის უფლებას!" - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner