logo_geo
eng_logo
თბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება
- +

12 ნოემბერი. 2016. 15:51

 


საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო.  ბაღში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ ირგვება 12000 ელდარის ფიჭვი.


ზეთისხილის ნერგები თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დარგო. ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო.


დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება,რომლის ფარგლებში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12000  ფიჭვი ირგვება.აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებულიუწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღირამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიურითვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება  ძალიან დიდი სივრცით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა. თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია  კი  ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა.


ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.


დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება.


საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








right_banner right_banner
არქივი
right_banner