logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ტყე არ არის მხოლოდ ფოთლიანი შეშა...
- +

12 ნოემბერი. 2016. 16:25



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ძვირფასო თანამოქალაქენო, ტყე არ არის მხოლოდ ფოთლიანი შეშა. ამ ფოტოზე ალაზნის ჭალებში უმოწყალოდ გაჩეხილი იშვიათი მუხის ნაჩეხია, რომელიც უნდა გასულიყო გასაყიდად. 2 დღის წინ ერთ პატარა ტყის კორომს დაახლოებით 8 ბრაკონიერი ხერხავდა ბენზოხერხით. გუშინ კი, მათი რაოდენობა გაიზარდა 18-მდე. ბრაკონიერები ამბობენ, რომ უნიკალური ხეების ჩეხვისგან მიღებულო „შეშა" გასათბობად უნდათ, თუმცა, ყველამ იცის, რომ ყიდიან. ეს არაა მუშაობა, ესაა მომავალი თაობებისთვის ცხოვრების გაჩეხვა. თუ შეშა გინდა, აიღე ლიცენზია და მოჭერი ის ხე, რომელზეც უფლებას მოგცემენ. მხოლოდ იმიტომ, რომ გეზარება შორ მანძილზე წასვლა, ნუ გაანადგურებთ იშვიათ ჯიშებს. გარეული ცხოველები ხომ მოვსპეთ, ახლა ტყეებს ვანადგურებთ პირადი გამორჩენისთვის და ხვალ საქართველო აღარ იარსებებს... და ამაში ვიქნებით დამნაშავე ჩვენ ყველანი, ამ ხეების მჭრელებიც და ამ პრობლემაზე თვალის დამხუჭველებიც", - წერს გიორგი უძილაური.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner