logo_geo
eng_logo
შსს-მ ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

12 ნოემბერი. 2016. 16:40



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


როგორც „კვირას" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო და შესაბამისად, ექსპერტიზა დაინიშნა.


ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე შეტყობინების შესვლის შემდეგ, დეპარტამენტის თანამშრომლები მოკვლევას დაიწყებენ.


ცნობისათვის, ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილი გარდაიცვალა. 23 წლის ნათია ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები ოზურგეთის კლინიკის „მედალფას" სამშობიარო ბლოკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა დღეს დილით გაუკეთდა, თუმცა ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. ჟორჟოლიანის ოჯახი გარდაცვლილის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. გარდაცვლილის ნათესავი დავით ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ნათია ჟორჟოლიანი ორსულობის პერიოდში კონსულტაციას ამავე კლინიკაში გადიოდა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner