logo_geo
eng_logo
რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ტერორისტი დააკავა
- +

12 ნოემბერი. 2016. 16:41



რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში 10 პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ტერაქტები ხალხმრავალ ადგილებში უნდა განხორციელებულიყო.


დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ. მათ „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი აღიარეს.  ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი" იუწყება.  ამ ინფორმაციის მიხედვით, ამოღებულია ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები.


რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „ბოევიკები" „რეზონანსულ თავდასხმებს" გეგმავდნენ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner