logo_geo
eng_logo
ქართველი „ბორჯღალოსნები“ იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდნენ
- +

12 ნოემბერი. 2016. 17:37

 

 

22:28 - ამ ანგარიშით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში დამარცხდა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.


პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნების" გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები ანგარიშით 10:20 დამარცხდნენ.


ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ დადეს, დანარჩენი ქულები კი 2 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა.


ცნობისათვის, მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი საქართველო გამარჯვების შემთხვევაში, მეათე ადგილზე გადადიოდა. „ბორჯღალოსნები" შემდეგ ტესტ-მატჩს სამოას წინააღმდეგ, 19 ნოემბერს, თბილისში გამართავენ, 26-ში კი სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner