logo_geo
eng_logo
15 ნოემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება
- +

12 ნოემბერი. 2016. 17:40



15 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება.


სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.


ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.


დღეისთვის უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 45-ე ნათლობა სამების ტაძარში 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგა.


ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner