Facebook_ის მომხმარებელი კოკა კვინიკაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც „რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „არჩევანში" ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრისას გააკეთა:
დღის ფრაზა... :
"რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი საძინებელში ვინმემ ჩაწერა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში"- ნიკა გვარამია
p.s. ამას რომ აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი, მაშინ როდესაც მის დროს შეიქმნა ყველა ეს ფარული ჩანაწერი, ამას რა ჰქვია?? არა, უტიფრობა როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთიი??? შუბლზე ძარღვი კი არა, ნამუსის სახელიც არ იცის არც გვარამიამ და არც ნაცბანდამ. დღეს რომ სიტყვით გამოდიან, უი ეს რა ხდებაო, თითქოს თავიანთი ჩაწერილი არ იყოს ყველაფერი... ხელისუფლებას რაც შეეხება, ამ ყველაფერს იმიტომ იმკით, ესენი რომ არ დასაჯეთ კანონის წინაშე... მეტიც ამ კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა თქვენ სწორედ მაგიტომ გეკისრებათ, ამ კადრების ჩაწერისთვის პასუხი არავინ რომ არ აგო და დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს ახლა სწორედ !!!
იკოჰაბიტირეთ ეხლა...", - წერს კვინიკაძე.