logo_geo
eng_logo
„პიანი ბაზარი“ ამერიკულ არჩევნებზე - შალვა რამიშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის „დებატები“
- +

12 ნოემბერი. 2016. 19:26



შალვა რამიშვილის გადაცემის „პიანი ბაზარი" სტუმარი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იყო. სტუმარმა და წამყვანმა პირველი სადღეგრძელო ამერიკის ბრძენი ხალხისა შესვეს. ჭიქების ბოლომდე გამოცლის შემდეგ კი, სადღეგრძელოში წარმოთქმული განავრცეს.


შალვა რამიშვილის თქმით, ტრამპის გამარჯვებით, სიცოცხლისმჭამელი პოლიტკორექტულობა, ხავსმოდებული ფორმულები და მთავარი მედიების დიქტატი დასრულდა.


გადაცემის სტუმარმა კი, წამყვანის ნათქვამი შემდეგი სიტყვებით გააგრძელა:


„ტრამპის გამარჯვება, ერთგვარი ჯანყი იყო ელიტების წინააღმდეგ. მას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მოსწყინდა ყალბად თავსმოხვეული პოლიტკორექტულობის დისკურსი და უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე დემოკრატიის სახელით".


შალვა რამიშვილი სტუმართან ერთად, ჯიუტად ცდილობს ამოხსნას, რატომ გაუხარდათ მათ ტრამპის გამარჯვება მაშინ, როდესაც ე.წ. პრადვინუტებს ეს ნამდვილად არ ესიამოვნათ.  ამ კითხვის ნიშანს ლაშა ნაცვლიშვილმა, თავის მხრივ, პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ტრამპის გულშემატკივრობა და მისი გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან.


გადაცემის წამყვანი სტუმარს ეთანხმება, მაგრამ თავის განსხვავებულ პოზიციას უფრო მეტად ემხრობა. მისი თქმით, სიხარული, გარკვეულწილად, შურისძიების გრძნობიდანაცაა ნაკარნახევი, რაც ქართველი ხალხის ერთგვარმა „ჩაგვრამ" გამოიწვია.


 „იმდენი გვჭირხვნეს ქალს ქალი არ დაუძახო და კაცს კაციო, რომ რაღაცნაირად გაგვიხარდა ტრამპის გამარჯვება. ჩვენ, ბანძებს, მთლად ამიტომაც არ გვიხარია, მაგრამ მიზეზი ესეც არის, ანუ გვჩაგრავდნენ ამდენი წელი", - აცხადებს რამიშვილი.


ლაშა ნაცვლიშვილი წამყვანს სიტყვა „შურისძიებას" უსწორებს და ამბობს:


„ეს არა შურისძიება, არამედ ნიშნის მოგებაა. ტრამპის გამარჯვება ჩვენთან ლოკალური სიხარულია, რადგან ცხრა წლის განმავლობაში, თავზე სოციოკულტურული უმცირესობა გვესვა, რომელიც დემოკრატიის სახელით ძალადობდა".


ეს მხოლოდ დასაწყისი და პირველი ჭიქა იყო... შემდეგი სადღეგრძელო კი, ქალებს ეკუთვნოდათ.


 


 

 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner