logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სიტყვას გატეხდა!...
- +

12 ნოემბერი. 2016. 20:12



ყოფილი პოლიტპატიმარი, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ" სულხან მოლაშვილი დაიჭირა. მისი თქმით, მაშინდელ ხელისუფლებას უნდოდა, იგი კორუმპირებულ ჩინოვნიკად წარმოეჩინა.


„ნაციონალები სულხან მოლაშვილის დასაპატიმრებლად ფონს ამზადებდნენ და ცდილობდნენ, ჩემი ძმა კორუმპირებულ ჩინოვნიკად წარმოეჩინათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სააკაშვილის განცხადებაც, როცა მან საჯაროდ იცრუა, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ძვირადღირებული აგარაკი შეიძინაო.


შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს აღარც ახსოვს, რა სასაცილო და უსუსური ბრალდებით დააკავეს სულხანი - მას კონტროლის პალატის თანამშრომლებისათვის პრემიის სახით 37 201 ლარის დარიგებას ედავებოდნენ.

 

ბუნებრივია, ეს აბსურდული ბრალდება სულხანის კორუმპირებულობის დასამტკიცებლად ვერ გამოდგებოდა და ამიტომაც გარიგების ასეთი ფორმა შემოგვთავაზეს - აგარაკი უნდა შეგვესყიდა და შემდეგ სახელმწიფოსთვის გადაგვეცა. ეს სააკაშვილის განცხადებასაც „დაადასტურებდა" და საზოგადოება იფიქრებდა, აი, მიშა მართალი ყოფილა, მოლაშვილს აგარაკი მართლა ჰქონიაო", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.


თორნიკე მოლაშვილის თქმით, აგარაკის ყიდვის წინადადება თბილისის მაშინდელი პროკურორის ვალერი გრიგალაშვილისგან წამოვიდა და დასძენს, რომ სულხან მოლაშვილი ამ გარიგების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.


„აგარაკის ყიდვის წინადადება თბილისის მაშინდელი პროკურორის ვალერი გრიგალაშვილისგან წამოვიდა. იგი სულხან მოლაშვილთან მე-7 საპყრობილეში პირადად შევიდა, იქიდან მობილური ტელეფონით დამირეკა და მითხრა - ახლა ყურმილს შენს ძმას გადავცემ და დაარწმუნე, რომ გარიგებაზე წამოვიდეს, გავაკეთოთ ეს საქმე და მალე ცოლ-შვილთან იქნებაო!

 

პირადად მე აგარაკის ყიდვასა და სახელმწიფოსთვის გადაცემას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სიტყვას გატეხდა და სულხანს ციხიდან მაინც არ გამოუშვებდა. ჩემი ძმა ციხიდან გრიგალაშვილის ტელეფონით რომ დამელაპარაკა, პირდაპირ მითხრა - ამათი ნდობა არ შეიძლება და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებო", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner