თელ-ავივში გამართულ 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი კობა მჭედლიშვილმა მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი - იპონზე.
აღნიშნულ ტურნირზე, ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია. მოგვიანებით, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილიც იბრძოლებს, რომელსიც ბელორუს იაჰორ ვარაპაევის შეხვდება.
დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100). მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).
პირველ დღეს კი წარუმატებლად იასპარეზეს თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა(-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) .