logo_geo
eng_logo
ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

12 ნოემბერი. 2016. 21:40



თელ-ავივში დღეს გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა (-90) ოქროს მედალი მოიპოვა.



ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა, ბექა ღვინიაშვილმა მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა. ღვინიაშვილმა ტურნირზე გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი მოიგო.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. მანამდე ახალგაზრდებში ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (-81) გახდა.



დღეს ტურნირზე ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100). ლაშა ტაველურმა (-100) კი მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.


პირველ დღეს კი თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner