„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობისა" და მის მიერ მართული ტელევიზიების აზრს. აღნიშნულ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.
„ერთი მუჭა ნაციონალები და მათი მართული ტელევიზიები რას ფიქრობენ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.