logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ორი დღის წინ ამერიკელმა ხალხმა უარი უთხრა და პანღურიც ამოარტყა...
- +

12 ნოემბერი. 2016. 22:06

 

 

დონალდ ტრამპს, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მთელი ამერიკული მედია დასცინოდა. აბუჩად იგდებდა. აშაყირებდა. კლინტონის ბიუჯეტის 90%-ტრამპის დაცინვის კამპანიაზე დაიხარჯა", - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი facebook-ზე წერს.



დასცინოდნენ ტრამპის ვარცხნილობას. გამონათქვამებს. მანერებსა და ოჯახს. დახვეწილი პოლიტიკოსი- ჰილარი წავიდა იმ გზით, რაზეც გაცვეთილმა ბიზნესმენმა- ტრამპმა უარი თქვა. და შედეგი? ამერიკამ აირჩია ტრამპი, ანუ დაცინვის ობიექტი.

 

 

საერთოდ, დაცინვა (და არა იუმორი, ან სარკაზმი) მოდურ სტილად ქართულ ტელე თუ სოციალურ სივრცეშიც იქცა. იცინიან ყველასა და ყველაფერზე. არ ერიდებიან საკუთარი გაუნათლებლობისა თუ უვიცობის ტირაჟირებას. არ ერიდებიან ჟურნალისტური თუ, უბრალოდ, მორალური სტანდარტების დარღვევას. იცინიან ისტორიაზე, რომელიც არ წაუკითხავთ. რელიგიაზე, რომლის არსშიც ვერ გარკვეულან.

 

 

ადამიანებზე, რომელთა ფრაზებსაც ნაწილ- ნაწილ ჭრიან სხვადასხვა თემატური გადაცემებიდან. ვითომ აცინებენ და სინამდვილეში წამლავენ ახალ თაობას. ასე მიზანმიმართულად, მწყობრად ცდილობენ გამოგვაცხადონ არანორმალურებად, გიჟებად და საკუთარ თავზე შეყვარებულ იდიოტებად. ეს ქართულ რეალობაში ამერიკული... უფრო სწორად, კლინტონის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული დაცინვის სტილის კოპირებაა, რასაც 2 დღის წინ ამერიკელმა ხალხმა უარი უთხრა და უკანალში პანღურიც ამოარტყა", - წერს ინაშვილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner